Home სხვადასხვა “ტრაგედია პირბადით – თავის ტვინის კვალი ასფალტზე ჯერ კიდევ რჩება…”

“ტრაგედია პირბადით – თავის ტვინის კვალი ასფალტზე ჯერ კიდევ რჩება…”

1150
loading...

ხმა – ხმა დავარდნის, სავარაუდოდ თავის გახეთქვის…

პირველი, რამაც თავში ახალგაზღვიძებულზე გაიელვა, ზუსტად ის, იყო, რაც რეალურად აღმოჩნდა, კაცი გადმოვარდა მე-16 სართულიდან…
ბაბუს ხმა – ბაბუ მეზობელია, იმის ქვედა აივანზე სიგარეტს ეწეოდა, საიდანაც კაცი გადმოვარდა…
ქალის ხმა – ქალი კიოდა, ოღონდ გაუაზრებლად… იცოდა, რომ კაცი გადავარდა, მაგრამ ვინ, ჯერ არავინ ვიცოდით… მე-15-დან ლიფტის ჩასვლა გაჭიანურდა, პირველ სართლამდე გზა კილომეტრად იქცა… ქალმა პირველმა ნახა უცხო ადამიანის უსულო სხეული…

ის უცხო იყოს ჩვენთვის და ამან თითიქოს, წამიერად ეგოისტურად გაგვახარა…
ნაცნობის დაკარგვის შიში, მალე შეცვალა პასუხისმგებლობის გრძნობამ…

როგორ და რატომ ავიდა უცხო ადამიანი ჩვენ აივანზე?!… ნეტა ძაღლი ყოფილიყო გარეთ, ხომ დაუყეფებდა… იქნება აივანზე მჯდომი ბაბუ გამოლაპარაკებოდა და გაეფანტა ცუდი ფიქრები… იქნებ ფანჯრიდან გადამეხედა და დამენახა როგორ იდგა აივანზე…
პარალელურად კი ვიღაცამ დაინახა, უყურა როგორ იდგა კაცი აივნის მუაჯირზე, ადევნებდა თვალს და ის ვერ მოიფიქრა 112-ში დაერეკა, ერთი ამბობს, რომ წინაზეც ნახა და დაუძახა…

რატომ ავიდა უცხო ადამიანი უცხო აივანზე, ახლომახლო კორპუსებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალ სართულზე… თავი მოიკლა? – ჰო, ალბათ… თავი მოიკლა პირბადით… ის ვიღაც უცხო, ადგილზე გარდაიცვალა…
ყვიროდა ბაბუ, კიოდა ქალი და ვტიროდი მე… მოვიდა სასწრაფო, მაგრამ ხელიც არ უხლია, აზრი არ ქონდა…

მოვიდა პოლიცია, შემოსაზღვრა შემთხვევის ადგილი, დაათვალიერა გარდაცვლილი და ფურცლების შესავსებად გვერდზე გავიდა…
აივნები სავსე იყო მაყურებლებით, ჯერ ყველა აივანი, ყველა ფანჯარა… მერე თანდათან შემცირდა და ალაგ-ალაგ დარჩნენ…
სასწრაფო წავიდა… პოლიციას მიეფარა ხეებს, უსულო სხეული კი, რომელსაც ჯერ კიდევ არ ქონდა სახელი, დარჩა მარტო „თვითმკვლელობისთვის“ გამოყენებული კორპუსის კიბესთან…

ორ საათიანი წყვეტილი კადრები, ძალიან გავდა ცხოვრებას… დარჩა პასუხსგაუცემელი კითხვა – რატომ?…
ვიღაცამ იცოდა, რომ მანდ ეს ერთხელ უკვე ცადა… შეიძლება სხვამაც, მაგრამ არაფერი ან ვერაფერი ქნა… მას მიზეზები ჰქონდა დაგროვილი უცხო აივანზე ასასვლელად და ან ვერავის გაუმხილა, ან გაუმხილა და არავინ დაეხმარა… თუმცა მერე ყველამ უყურა სცენას სახლის აივნებიდან…

ყველამ ვიტირეთ… იტირებს ოჯახი და საბოლოოდ ესეც კიბესთან დაგდებული უსულო სხეულის ბოლო კადრივით დარჩება ყველას და ყველაფერს…
თავის ტვინის კვალი ასფალტზე ჯერ კიდევ რჩება… მასაც მორეცხავს მალე წვიმა…
P.S. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

loading...
გაზიარება