Home სხვადასხვა 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დაზარალებულის ბაბუის ძმაა – “მოკლით...

5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დაზარალებულის ბაბუის ძმაა – “მოკლით დაემუქრა, თუ რამეს იტყოდა”

1423
loading...

5 წლის ბავ­შვთან გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 58 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც დღეს გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ბა­ბუ­ის ძმაა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის” გახ­და ცნო­ბი­ლი.

სა­ა­გენ­ტოს­თან სა­უ­ბარ­ში წყა­რო აცხა­დებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი­სა და მისი ძმის ოჯა­ხი გვერ­დიგ­ვერდ ცხოვ­რო­ბენ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, შემ­თხვე­ვა მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ივ­ნისს მოხ­და, ბავ­შვმა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მშობ­ლებს უამ­ბო, რის შემ­დე­გაც მათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მი­მარ­თეს.

შემ­თხვე­ვას შე­ეს­წრო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მცი­რე­წლო­ვა­ნი ბი­ძაშ­ვი­ლიც, 6 წლის ბავ­შვიც.ასევე დაგაინტერესებთ

 

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძმის შვი­ლიშ­ვი­ლის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვარ ქმე­დე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი და­ზა­რა­ლე­ბულს მოკ­ლით და­ე­მუქ­რა თუკი, ის მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­მეს იტყო­და.

რო­გორც ირ­კვე­ვა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­სა და მისი ბი­ძაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბე­ბი სა­სა­მარ­თლო­ში ერ­თმა­ნე­თის იდენ­ტუ­რი იყო და ისი­ნი მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერ­თი­და­ი­მა­ვეს ჰყვე­ბოდ­ნენ.

ცნო­ბის­თვის, დღეს, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 5 წლის ბავ­შვთან გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი უდა­ნა­შა­უ­ლოდ სცნო. უფრო ადრე, ერთი თვის წინ, ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი 9-თვი­ა­ნი სა­პა­ტიმ­რო ვა­დის ამო­წურ­ვის გამო 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც უწყე­ბა გან­მარ­ტავ­და, რომ ბრალ­დე­ბის მხრეს სა­სა­მარ­თლო­ში არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა დას­ტურ­დე­ბო­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას გეგ­მავს.

loading...
გაზიარება