Home ვიდეოები “ხომ გითხარი ტუჩებში ნუ მკოცნითქო…” – გიორგი ვარდოსანიძეს და სოფო ნიჟარაძეს რომანი...

“ხომ გითხარი ტუჩებში ნუ მკოცნითქო…” – გიორგი ვარდოსანიძეს და სოფო ნიჟარაძეს რომანი აქვთ? ნახეთ, რა მოხდა წყვილს შორის (ვიდეო)

1270
loading...

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მომღერალი სოფო ნიჟარაძე და მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ჩხუბობენ. ნახეთ, რა მოხდა წყვილს შორის.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლის მიმდინარეობისას არის გადაღებული, თუმცა მნახველს უჭირს იმის გარჩევა, სოფო ნიჟარაძემ და გიორგი ვარდოსანიძემ სერიოზულად იჩხუბეს, ეს სპექტაკლის ნაწილია თუ მათ რომანი აქვთ. ზურაბ ანტონოვის პიესაში „მზის დაბნელება საქართველოში“ მთავარ როლს სოფო ნიჟარაძე ასრულებს, რომელიც

ცოტა ხნის წინ გარკვეული პერიოდით მიუზიკლში მომღერალმა ლიზა ყენიამ ჩაანაცვლა. პიესა „მზის დაბნელება საქართველოში“ საფუძვლად დაედო სპექტაკლს „შეყრა“, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრის რეპერტუარში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

სოფოს პატრნიორობას სპექტაკლში მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე უწევს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ინტიმური სცენაა ასახული, სადაც ვარდოსანიძე სოფოს კოცნის, ეს უკანასკნელი კი მას ურჩევს, რეპეტიციაზე აღარ აკოცოს და სილას აწნის. სოციალური ქსელის მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ სცენა სპეკტაკლის ნაწილია, თუმცა მომხმარებლების ნაწილს ამის დაჯერება უჭირს, ნაწილი კი ფიქრობს რომ მათ რომანი აქვთ და გრძნობებს ვერ მალავენ.

loading...
გაზიარება