Home ადამიანები დასახელდა პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო პანდემიის შემდეგ პირველ ვიზიტორებს მიიღებს

დასახელდა პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო პანდემიის შემდეგ პირველ ვიზიტორებს მიიღებს

212
loading...

პირველი ქვეყანა, როგორც ჩანს, ისრაელი იქნება, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, საქართველოში სტუმრები მალე მივიღოთ, ტურისტები ამ ქვეყნიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველოში ტურიზმის სექტორის შესახებ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ამუშავებას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას. გახარიას თქმით, ამისათვის ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც ტურიზმის სააგენტო, ასევე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები.

წყარო

loading...
გაზიარება