Home ადამიანები თბილისში ნიკორას მოლარე სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირდა – სუპერმარკეტი დაკეტილია

თბილისში ნიკორას მოლარე სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირდა – სუპერმარკეტი დაკეტილია

130
loading...

თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტი “ნიკორა” რამდენიმე საათია დაკეტილია.

ადგილობრივების ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირდა  მოლარე და სწორედ ეს გახდა მაღაზიის დახურვის მიზეზი.

“უკვე რამდენიმე საათია რაც სუპერმარკეტი დაიხურა, როგორც გვითხრეს, მოლარეს  დაუდგინდა კორონავირუსი, მეტი არაფერი ვიცით, ძალიან გვეშინია, თითქმის  ყოველ დღე შევდიოდით იქ პურზე.. ” – ყვებიან მაცხოვრებლები, რომლებიც  აღნიშნული სუპერმარკეტის მომხმარებლები არიან.

აიტივი.ჯი არკვევს დეტალებს და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

loading...
გაზიარება