Home ადამიანები “ბებო გეხვეწები დაიმალე-მეთქი დავუყვირე, ძლივს დავაკავე… გაიქეცი სახლისკენთქო ვუთხარი, ბიჭი ჩახტა მანქანაში,...

“ბებო გეხვეწები დაიმალე-მეთქი დავუყვირე, ძლივს დავაკავე… გაიქეცი სახლისკენთქო ვუთხარი, ბიჭი ჩახტა მანქანაში, დაქოქა და ადგილზე გაშეშდა”

280
loading...

მოქალაქე დავით ჩქოტუა სოციალურ ქსელში ყვავილების გამყიდველი ბებოს შესახებ წერს, რომელსაც საპრეტესტო აქციის მიმდინარეობისას ყვავილების ქოთანი გაუტყდა.
“კი, ტრაგედია იყო ეს ყველაფერი. მაგრამ… “ერთ პატარა(დიდ) ტრაგედიაზე მინდა გიამბოთ, რომელიც ამ ყველაფრის ერთ-ერთი შედეგია.

7-ის ნახევარი იქნებოდა, მელიქიშვილიდან რედისონისკენ მოვდიოდი, სადაც მანქანა მყავდა დატოვებული. იმ იმედით, რომ უნივერსიტეტთან დარჩენილი მომიტინგეების მცირე ნაწილი დაიშლებოდა და მეც მშვიდად წავიდოდი სახლისკენ. 51-ე სკოლასთან, ჭოველიძის კუთხეში მოხუცი ბებო შევნიშნე, გაფაციცებით იქექებოდა იქვე გაკეთებულ ხელოვნურ ბარიკადებში(დილით გვერდებზე გადაეწიათ ეს ნარჩენები, ფოტო უფრო ადრეა გადაღებული) და ხმამაღლა თვალცრემლიანი რაღაცას იძახდა. მივხვდი რაშიც იყო საქმე და მივედი.

– რა უქნეს ჩემი ყვავილების სადგამს, ჩემი ყვავილები, ახლა რა გავაკეთო, ჩემი ყვავილები! – ცდილობდა რკინის დიდი კონსტრუქცია როგორმე გამოეცალკევებინა ამ გროვისგან და თან ხმამაღლა ტიროდა.

სტატიის წყარო

loading...
გაზიარება