Home ადამიანები “თუ უნდა მოვკვდე, მითხარით… დედა მყავს დიდი ხნის უნახავი” – ქართველი ემიგრანტი,...

“თუ უნდა მოვკვდე, მითხარით… დედა მყავს დიდი ხნის უნახავი” – ქართველი ემიგრანტი, რომელსაც კორონავირუსი დაემართა

220
loading...

იტალიის ქალაქ მონტოვაში მცხოვრები გამოჯანმრთელებული ემიგრანტი ნინო მიქაძე ემუდარება საქართველოს მოქალაქეებს, რომ ყველა მითითება, რომელიც სოციალურ დისტანცირებას უკავშირდება, აუცილებლად შეასრულონ, რადგან ის რაც იტალიაში მოხდა, თუ ჩვენ ქვეყანაში განმეორედება, საქართველო რუკაზე აღარ იარსებებს.

“დედამ მთხოვა, საქართველოში ჩავსულიყავი, მაგრამ მე რისკის ქვეშ ვაყენებდი ჩემს ქვეყანას, ჩემს ოჯახს და დარჩენა ვარჩიე. მოვიდა ოჯახის წარმომადგენელი, წამიყვანეს სანახავად იმ ქალბატონის, რომელიც იზორილებურად იყო, დავიცავი დისტანცია, არც ხელი ჩამომირთმევია, მაგრამ როცა დავცილდი, მხარზე ხელი დავადე და გამოჯანმრთელება ვუსურვე.  გამოვბრუნდით სახლში, კონტრაქტზე იყო საუბარი და ეს გაგრძელდა სახლში და შეცდომა მაშინ დავუშვი – სტუმარი არ მივატოვე და  იმ წუთში არ დავიბანე ხელი. როდესაც წავიდნენ კი დავიბანე ხელი, მაგრამ…

მეოთხე დღეს დამეწყო ხმის ჩახლეჩა, ყელი არ მტკიოდა. შაბათს უნდა წავეყვანე, მაგრამ ამ დროს დარეკეს, რომ შვილი, რომელიც დედასთან მოდიოდა, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ინტენსიურში მოათავსეს და დაუდასტურდა კორონავირუსი. შაბათ-კვირას დამეწყო ციებ-ცხელება. წამალი მომიტანეს, მაგრამ არ გაჭრა, ორშაბათს უკვე ცუდად ვიყავი.

112-ში რომ დავრეკე, სასაცილოდ არ ეყოთ ჩემი სიმპტომები. გვითხრეს, რომ ოჯახის ექიმს უნდა ემკურნალა, გამომიწერეს წამლები, მაგრამ სიცხეს ვერა და ვერ მოვერიეთ…

ჩემი პირველი სიმპტომი კორონავირიუსზე იყო  გემოს დაკარგვა, ხმის ჩახლეჩა და მაღალი სიცხე, აბსოლუტურად დანარჩენი არაფერი ყოფილა…

ერთი კვირის განმავლობაში ვღებულობდი ამ წამლებს. კვირა დღე იყო, დავმძიმდი. ვუთხარი ჩემს ქალბატონს, რომ ძალიან ცუდად ვარ და მე დღეს ვერ გავაღწევ. გამოიძახეს სასწრაფო… თქვეს, რომ აუცილებლად გადასაყვანია, სახლში ვერ გავაჩერებთო…

მეკითხება ექიმი: „საიდან ხართ?“

მე ვუთხარი: „საქართველოდან“.

„არ შეეგეშინდეთ, ჩვენ შენთან ვართ!“

მესმოდა, რაციაში რომ ეუბნებოდა: „მისაღები გაათავისუფლეთ, ახალგაზრდა ქალი მოგვყავს“.

გადამიღეს რენტგენი.

„დაგაგვიანდა, შენ დააგვიანე! თუ პათოლოგიური დაავადება არ გაქვს და ხელს შეგვიწყობს შენი ორგანიზმი, გადაგარჩენთ“.

განყოფილების გამგემ თქვა, მე მიმყავს ჩემს განყოფილებაში, რომ გადავარჩინოო.

„ექიმო, თუ უნდა მოვკვდე, მითხარით… სამშობლო მენატრება, ოჯახი მენატრება, დედა მყავს დიდი ხნის უნახავი…“

„არა, გაძლევ პირობას, რომ არ მოკვდები…“

მესამე დღეს დამეწყო კრიზი…. არავის არ გისურვებთ ამას. არავის, აბსოლუტურად…

ჯერ კიდევ მორჩენილი არ ვარ – ჟანგბადის გარეშე დიდხანს ვერ ვძლებ.

არავის არ გისურვებთ ამას, მე უკვე სიკვდილს ჩავხედე თვალებში….

შემდეგ, უფლის წყალობით, დამიწია სიცხემ და ერთი კვირის თავზე  გამომიშვეს სახლში… არც მომაცილეს სახლის კარებამდე.

არ ხარ იმ ოჯახის წევრი, როცა დამთავრებული გაქვს სამუშაო, როგორია იმ ოჯახში მისვლა… მათაც ძალიან ეშინიათ…

ატყდა აურზაური, ვერ ვიტყვი, ისეთი… იძულებული ვიყავი, ჩვენს საელჩოში დამერეკა. არ ვიცი, ამ ხალხს მადლობა როგორ გადავუხადო – საელჩოს წარმომადგენელმა მითხრა: არ ინერვიულო, ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთო. საელჩოს წარმომადგენელი დაელაპარაკა ბებიას შვილს, ის იმ წუთას შეიცვალა… მალე მოაგვარეს სიტუაცია.

მე გამიმართლა, რომ ახალგაზრდა ვიყავი.. საავადმყოფოშიც – უკვე ასარჩევად იყო საქმე: „ვინ გადავარჩინოთ?“

ვერ დავადანაშაულებ ექიმებს. ამათაც მედპერსონალი არ ჰყავთ საკმარისი. ძალიან უჭირთ მუშაობა. ენით აუწერელია ეს ყველაფერი…

რა მინდა, რომ ვთქვა ბოლოს: დარჩით სახლში, გემუდარებით, დარჩით სახლში! ხალხო, როგორც იტალიაში მოხდა, ეს თუ საქართველოში განმეორდება, საქართველო არ იარსებებს რუკაზე.

ჩვენ გვყავს უნიკალური მედპერსონალი. მე დღეს ნუ მიწყენს იტალია, თუ ვიტყვი, რომ უფრო მეტი რწმენა ჩვენი მედპერსონალის მაქვს. როდესაც ჩამოვალ საქართველოში, აუცლებლად მივალ მათთან”, – წერს ქართველი ემიგრანტი.

loading...
გაზიარება