Home ვიდეოები „რძალ-დედამთილური კარანტინი“ – „მაკარენაზე“ აცეკვებული ოჯახი (ვიდეო)

„რძალ-დედამთილური კარანტინი“ – „მაკარენაზე“ აცეკვებული ოჯახი (ვიდეო)

662
loading...

25 წლის ბათუმელმა თამთა ბოლქვაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სახელწოდებით – „რძალ-დედამთილური კარანტინი“, სადაც თვითონ და მისი დედამთილი ქეთო სანთელაძე „მაკარენაზე“ ცეკვავენ. პოსტს თან დაურთო ჰეშთეგი #დარჩისახლში #გაერთედედამთილთანერთად.

„პრაიმტაიმი“ თამთას დაუკავშირდა. ის მეუღლესთან, დედამთილთან, მამამთილთან და ორ შვილთან ერთად ქალაქ ბათუმში ცხოვრობს. როგორც თამთა გვიყვება, არ ელოდა ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა მის ვიდეოს.

„ძალიან მიხარია, რომ ასეთ დროს ბევრი ადამიანის გახალისება შევძელით მე და ჩემმა დედამთილმა. ჩემი დედამთილი ქეთო, ძალიან პოზიტიური, ხალისიანი და თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანია. მხიარულება არ გვაკლია ოჯახში, თუმცა კარანტინის პირობებში ვცდილობთ პოზიტიური განწყობა გაორმაგებულად შევინარჩუნოთ. ვიდეოს ჩაწერის დღეს, ქეთო სამზარეულოში საჭმელს აკეთებდა, სახლში მუსიკა იყო ჩართული, დავინახე დედამთილი მელოდიაზე როგორ აცეკვდა თავისთვის, ამ დროს გადავწყვიტე, ტრადიციულად გავხალისებულიყავი, ჩავრთე „მაკარენა“, გამოვიწვიე დედამთილი საცეკვაოდ და ჩემს შვილს ვთხოვე გადაეღო ვიდეო. სხვა დროსაც გვიცეკვია, თუმცა ასეთი მრავალფეროვანი მოძრაობებით დედამთილმა პირველად იცეკვა. გამოვიდა ის, რასაც არ ველოდი. მიხარია უამრავი ადამიანის პოზიტიური განწყობის მიზეზი, რომ გავხდით, “ – გვითხრა თამთა ბოლქვაძემ.

loading...
გაზიარება