Home სხვადასხვა “რატომ არ მოხვედით და წაიღეთ? ჩვენ რას გვადანაშაულებთ?..” – ნახეთ რას ამბობს...

“რატომ არ მოხვედით და წაიღეთ? ჩვენ რას გვადანაშაულებთ?..” – ნახეთ რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში მომხდარ შოკისმომგვრელ ფაქტზე

55
loading...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ ზუგდიდში იმაზე მეტი ხალხი მივიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ამის შესახებ იგი ვიდეომიმართვაში საუბრობს. როგორც იგი ამბობს, სხვა ქალაქებში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

„რამდენიმე დღეა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა მოხალისეების მონაწილეობით თბილისში, რუსთავში, მარნეულსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში არიგებს ამ საშუალებებს. ბევრგან სახლშიც მიაქვთ.

თითქმის ყველგან პოლიციამ ძალიან კარგად იმუშავა და ხალხი იცავდა დისტანციას. ზუგდიდში მოვიდა იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე მოსალოდნელი იყო და როგორც ჩანს, პოლიციამ ისე ვერ იმუშავა, როგორც წინა დღეებში. ამაზე ატყდა ერთი ამბავი.

რამდნიმე დღის წინ მე საჯარო მიმართვაში მოგიწოდეთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ გვაქვს ეს დამცავი საშუალებები და შემოგთავაზეთ რომ თქვენ დაგერიგებინათ ხალხისთვის. რატომ არ მოხვედით და წაიღეთ? ჩვენ რას გვადანაშაულებთ?“

დღეს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პირბადეები დაარიგეს და ადგილზე ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა.

loading...
გაზიარება