Home სხვადასხვა “ვიცი, ნიშნისმოგებით დამიწყებთ კირკიტს – ბიძინა სად არის ამ დროს? ბიძინა რას...

“ვიცი, ნიშნისმოგებით დამიწყებთ კირკიტს – ბიძინა სად არის ამ დროს? ბიძინა რას აკეთებსო?.. მაგრამ იცით რატომ…”

177
loading...

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

“რა მოხდა საქართველოში?!
როდესაც ყველაფერი ჩაივლის, ბევრი სტატია დაიწერება 2020 წლის ჟამიანობაზე. იქნება ანალიტიკური, კრიტიკული, მადლიერი და უმადური წერილებიც.. ვნებები ჩაცხრება, ცხოვრება გაგრძელდება !
მე, ახლა დავწერ. ხომ შეიძლება, რომ დამავიწყდეს, რას ვფიქრობდი, რას განვიცდიდი 2020 წლის 26 მარტს.
რა მოხდა საქართველოში?! რა იყო ის, რამაც შეაჩერა შიში, პანიკა, შინაური თუ გარეული მტრების აგრესია… რა იყო ის, რამაც შეაჩერა სიკვდილი საქართველოში?!
პირველი, უმთავრესი და სრულიად მოულოდნელი იყო პრემიერმინისტრის და ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებული უალტერნატივო, უაპელაციო, უდიდესი ნდობა “პროფესონალების დიდებული კოჰორტისადმი”(ასე მოიხსენიებენ უცხოელები ქართველ ექიმებს). იმდენად მოულოდნელი იყო ბრძოლის წინა ხაზზე “უბრალო” გმირების გამოჩენა, რომ შიშზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა მათ გვერდით დგომის და მათთან ერთად ბრძოლის სურვილი.
ხელისუფლებას, პროფესიონალებსა და ხალხს შორის გაჩენილ ნდობას აძლიერებდა ისიც, რომ არსად ჩანდნენ პოლიტიკოსები. არავინ საუბრობდა პარტიის სახელით, არავინ ცდილობდა ქულების ჩაწერას, არავინ სარგებლობდა შექმნილი სიტუაციით. ოპოზიცია პირისპირ დარჩა ხალხთან და პროფესიონალებთან. ერთი-ორი მცდელობა დპირისპირების, რა თქმა უნდა იყო. ჯერ ბატონ გამყრელიძეს “წაკბინეს”, შემდეგ ეკლესიას, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ სიცოცხლისათვის ბრძოლა, მკვეთრად განსხვავდებოდა თანამდებობისთვის ბრძოლისგან და გაყუჩდნენ… ხომ გაგიგიათ, შევდივარ შენს მდგომარეობაში, მაგრამ უადგილობის გამო უკან გამოვდივარო… აი, დაახლოებით , ასე დაემართათ.
და ბოლოს, მთავრი… ის რაც ათწლეულებია არ უგრძვნია ქართველ ხალხს! საოცარი სიყვარული და ზრუნვა მათი სიცოცხლისათვის!
ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე, მარინა ეზუგბაია, გიორგი გახარია -აი, ამ ადამიანების დაუფარავი მიზანი – სხვების სიცოცხლის გადარჩენა, იყო ის, რამაც ყველანი დაგვარწმუნა, რომ უნდა გვებრძოლა ნდობით და ყოველგვარი შიშის გარეშე!
სრული მზადყოფნა ადამაიანებისთვის მართალი ინფორმაციის ოპერატიული მიწოდების, ახალი პრეპარატების გატესტვა, საოცარი სატელევიზიო პროექტი ჩვენი შვილების განათლებისთვის – ის, რაც ვერ შეძლეს ჩვენზე მაგრებმა, ჩვენზე მდიდრებმა, ჩვენზე ძლიერებმა!
და კიდევ, აი ის…. რაღაცნაირი, დაღლილი თვალებიდან და მომღიმარი სახიდან წამოსული სიყვარული… ყოველგვარი ტრიბუნების, ბრტყელ- ბრტყელი სიტყვების გაერშე!
რა მაგარია, როცა იცი, რომ შენზე ზრუნავენ, გიცავენ და, უბრალოდ, უყვარხართ!
ალბათ, კრიზისულ ეტაპზე, ოდნავ დამძიმდება საერთო სურათი, ეკონომიკურადაც გაგვიჭირდება მერე…, მაგრამ ის, რაც იყო ამ 20 დღის განმავლობაში, თაობებს გადაეცემა და მადლობა ყველას ამ მოგონებებისთვის!

P.S
ჩემო ვიღაცეებო!
ვიცი, ნიშნისმოგებით დამიწყებთ კირკიტს -ბიძინა სად არის ამ დროს?, ბიძინა რას აკეთებსო?…
ჰო და, გეტყვით! ბიძინა რომ არ არის და ყველაფერ ამაში არ ერევა, ტრიბუნით არ დარბის სხვადასხვა ლოკაციაზე, ბრიფინგებს არ აწყობს, თანამეგობრობას არ მიმართავს მიშა მათხოვარივით, თითს არ უქნევს და მოხსნით არ ემუქრება სრულიად სამყაროს, კრიშებზე და მშენებარე ობიექტებზე არ ატარებს საგანგებო თათბირებს და ორ ტრუპს არ ითხოვს გრანტის და დახმარების მისაღებად…. აი, მაგ ნდობაზე დავწერე ზემოთ!
ნდობაზე, პროფესიონალიზმზე და სიყვარულზე! ხალხის, ქვეყნის, ღმერთის და სამშობლოს სიყვარულზე!”

loading...
გაზიარება