Home სხვადასხვა ”ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი ცნობილი ოჯახიდან თუ იყო…” – ეკატერინე ტიკარაძე საქრთველოში...

”ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი ცნობილი ოჯახიდან თუ იყო…” – ეკატერინე ტიკარაძე საქრთველოში ერთ დროს ყველაზე ცნობილი მსახიობების რძალია

390
loading...

რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, 2005 წელს ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ, თბი­ლის­ში მი­ღე­ბუ­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის შემ­დეგ, 2007-2008 წლებ­ში გერ­მა­ნი­ა­ში ყბა-სა­ხის იმპლან­ტა­ცი­ის სრუ­ლი კურ­სი გა­ი­ა­რა და რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე სწო­რედ იქ ცხოვ­რობ­და. გერ­მა­ნი­ა­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის ბად­რი კა­კა­ბა­ძის უფ­როს ვაჟ­ზე ტატო (ბი­ძი­ნა) კა­კა­ბა­ძე­ზე იქორ­წი­ნა.

პირ­ვე­ლი შვი­ლი დათა წყვილს 2002 წელს გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ რე­გესნ­ბურ­გში შე­ე­ძი­ნათ. მი­ნის­ტრის მა­მამ­თი­ლი მსა­ხი­ო­ბი ბად­რი კა­კა­ბა­ძე ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს მისი ცნო­ბი­ლი რო­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კი მას ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მა­ინც “რაჭა ჩემი სიყ­ვა­რუ­ლით” გა­მო­არ­ჩევს. ტატო ბად­რი კა­კა­ბა­ძის პირ­ვე­ლი შვი­ლია, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან. ტი­კა­რა­ძის დე­დამ­თი­ლიც თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, და­რე­ჯან ჯო­ჯუა გახ­ლავთ. ქალ­ბა­ტო­ნი და­რე­ჯა­ნი სამი წლის წინ სე­რი­ალ “ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­შიც” თა­მა­შობ­და.

ჟურ­ნალ “გზას­თან” მი­ცე­მულ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში და­რე­ჯან ჯო­ჯუა ყვე­ბა: “დიახ, ერთი შვი­ლი მყავს, რძა­ლი და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი – დათა და ანას­ტა­სია. ტა­ტომ თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და­ას­რუ­ლა, მუ­შა­ობ­და კი­დეც, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ­ტის­ტო­ბა სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­აა და ბევ­რის­თვის რთუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ტა­ტო­მაც სხვა გზა აირ­ჩია და რვა წლით გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მან­ქა­ნე­ბი და როცა დაბ­რუნ­და, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ექ­სპერ­ტო კომ­პა­ნია გახ­სნა…“.

მე­ო­რე შვი­ლი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს 2011 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ე­ძი­ნა. ანას­ტა­სია მა­შინ უკვე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა ექიმ­მა ბერა ივა­ნიშ­ვილს მო­ა­ნათ­ლი­ნა.

loading...
გაზიარება