Home ადამიანები ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი მძიმე სენს ებრძვის – “ველოდებით გამონათებას, რომელიც კორონასთან...

ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი მძიმე სენს ებრძვის – “ველოდებით გამონათებას, რომელიც კორონასთან ერთად სხვა ტკივილებსაც გაალღობს”

207
loading...

მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე დღეს იუ­ბი­ლა­რია. ეკამ სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ერთი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა, მე­უღ­ლის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ისურ­ვა. პო­ლი­ტი­კო­სი რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კას ჩა­მო­შორ­და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას, გლი­ობ­ლას­ტო­მას ებ­რძვის.

რო­გორც AMBEBI.GE-ს სამ­ყუ­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი რა­ტიმ ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში ჩა­ი­ტა­რა და ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რძე­ლებს. ეკა და რატი წლე­ბია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. რო­გორც მწე­რა­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს. მისი პირ­ვე­ლი მკი­თხვე­ლი სწო­რედ საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლეა. წყვილს ერთი გო­გო­ნა თა­მარ სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი ჰყავთ.

“ჩემი შვი­ლი თა­ვის სიზ­მარს მიყ­ვე­ბო­და და მერე სი­ტყვამ მო­ი­ტა­ნა ფან­ტა­ზი­ე­ბი:

მე: წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ რა­ტის გან­კურ­ნე­ბა სხვა პლა­ნე­ტა­ზე შე­იძ­ლე­ბა, მარსზე თუ გა­დავ­სახ­ლდე­ბით, და­ა­ვა­დე­ბა გა­უქ­მდე­ბა, გაქ­რე­ბა. თა­ნახ­მა ხარ?

თუთა: რამ­დე­ნი ხნით?

მე: რო­გორც კი დე­და­მი­წა­ზე დავ­ბრუნ­დე­ბით, და­ა­ვა­დე­ბა იმა­ვე წერ­ტი­ლი­დან გა­აგ­რძე­ლებს, სა­დაც გა­ჩერ­და.

 

თუთა: მზეს ვე­ღა­რას­დროს ვნა­ხავ? გა­მიკ­ვირ­და, რომ უცებ მზემ აჯო­ბა ყვე­ლა­ფერს, გა­და­ფა­რა მე­გობ­რე­ბიც, ინ­ტერ­ნე­ტიც და ჩვე­ნი ძაღ­ლიც… თუთა, რა თქმა უნდა, და­თან­ხმდა. მერე მარ­სის და მზის მი­მარ­თე­ბაც გა­ვარ­კვი­ეთ და მოკ­ლედ ჩვენ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვართ. რე­ა­ლო­ბა­ში კი მე ისევ დე­და­მი­წა­ზე მყოფ­მა და­ვარ­ტყი მზეს 38-ე წრე. და­ა­ვა­დე­ბა ისევ ჩვენ­თა­ნაა და ზოგ­ჯერ ტკი­ვილ­თან ერ­თად და­უ­ჯე­რებ­ლად დიდი სი­ხა­რუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი მო­აქვს – მის გა­რე­შე, სამ­წუ­ხა­როდ, შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი.

რაც უფრო მუ­ქია ჩრდი­ლი, მით უფრო კაშ­კა­შაა სი­ნათ­ლე და ჩვენც ვე­ლო­დე­ბით დიდ გა­მო­ნა­თე­ბას და სით­ბოს, რო­მე­ლიც კო­რო­ნას­თან ერ­თად სხვა ტკი­ვი­ლებ­საც გა­ალ­ღობს და ამ შუ­ქის მი­სა­ღე­ბად უკვე დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა. აღარ დაგ­ვჭირ­დე­ბა იმის შეხ­სე­ნე­ბა, რა ძვირ­ფა­სია სი­ცო­ცხლე და რა უმ­ნიშ­ვნე­ლო – ყვე­ლა­ფე­რი სხვა.

ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­სურ­ვებ და გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას. იმ სი­ფხიზ­ლეს თუ ძა­ლას, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ო­ცარ ცხოვ­რე­ბა­ში პა­ტა­რა თუ დიდ სას­წა­უ­ლებს აღგ­ვაქ­მე­ვი­ნებს. მად­ლო­ბა 38-ს ამ უზარ­მა­ზა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც თავს და­მა­ტყდა, მაგ­რამ არ გაგ­ვსრი­სა და რა­ღა­ცა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მით დაგ­ვას­წავ­ლა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის სამ­ყო­ფი მა­სა­ლა მი­სურ­ვეთ რატი. რატი=სი­ცო­ცხლის გა­მარ­ჯვე­ბას.

P.შ. ბო­დი­ში კედ­ლის ჩა­კეტვის­თვის, ამ ისე­დაც კო­რო­ნით გა­მო­კე­ტილ გა­რე­მო­ში, უბ­რა­ლოდ მერე ვნერ­ვი­უ­ლობ, ყვე­ლა მო­ლოც­ვას რომ ვერ ვპა­სუ­ხობ, ძა­ლი­ან მი­ჭირს გაბ­ნე­უ­ლი სურ­ვი­ლე­ბის დევ­ნა და არ მინ­და, ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც დამ­რჩეს უყუ­რა­დღე­ბოდ. მიყ­ვარ­ხართ” – წერს ეკა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

loading...
გაზიარება