Home სხვადასხვა “აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა…” – რას წერს ანა ჯაბაური...

“აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა…” – რას წერს ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობაზე

209
loading...

პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლის, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მისი მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. რო­გორც ის “ფე­ის­ბუქ­ზე” წერს, გამ­სა­ხურ­დი­ას მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

“კო­რო­ნა­ვირუ­სით შექ­მნი­ლი გან­საც­დე­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ ნელ­დე­ბა, რის გა­მოც უღ­რმეს მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ. ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა არის სტა­ბი­ლუ­რი და სა­ი­მე­დო. ნელ-ნელა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა რო­გორც მო­ტო­რუ­ლი, ასე­ვე კოგ­ნი­ტუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბი – აა­მოძ­რა­ვა ოთხი­ვე კი­დუ­რის თი­თე­ბი, შე­უძ­ლია ხე­ლის მოხ­რა ორი­ვე იდაყ­ვის სახ­სარ­ში, აღუდ­გა ყლაპ­ვის ფუნ­ქცია, უფრო მეტი გულ­მოდ­გი­ნე­ბით ას­რუ­ლებს მარ­ტივ და­ვა­ლე­ბებს.

ჯერ-ჯე­რო­ბით წინ მხო­ლოდ მოკ­რძა­ლე­ბულ ნა­ბი­ჯებს ვდგამთ, მაგ­რამ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბა მისი გა­დაყ­ვა­ნა ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში, სა­დაც, იმე­დი გვაქვს, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სი უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი, შე­დე­გე­ბი კი უფრო სა­გუ­ლის­ხმო იქ­ნე­ბა” – წერს ანა ჯა­ბა­უ­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. მისი დაჭ­რის ფაქ­ტზე 4 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბენ.

loading...
გაზიარება