Home ვიდეოები “არც მეგობრები მყავს სახლში, არც დაბადების დღეს ვიხდი… არ არის ამის დრო”...

“არც მეგობრები მყავს სახლში, არც დაბადების დღეს ვიხდი… არ არის ამის დრო” – იუბილარი სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

134
loading...

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ “ფე­ის­ბუქ­ზე” გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ბა­დე­ბის დღის მო­ლოც­ვის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის და აღ­ნიშ­ნავს, რომ იუ­ბი­ლეს კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ტრა­დი­ცი­უ­ლად ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში არ აღ­ნიშ­ნავს.

რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ამ­ჟა­მად უსაფრ­თხო­ე­ბის გამო, არც და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნის და არც ქელე­ხის გა­დახ­დის დრო არ არის.

“პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მო­გახ­სე­ნოთ, ვინც დღეს გა­მიხ­სე­ნეთ, გა­იხ­სე­ნეთ ჩემი და­ბა­დე­ბის დღე. მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა, რომ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კი­დევ იმის გრძნო­ბა გაქვთ, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი გა­იხ­სე­ნოთ, ეს არის ჩვე­ნი სიძ­ლი­ე­რე. სა­ერ­თოდ, და­ბა­დე­ბის დღეს ყო­ველ­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლად ჩემს ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ვიხ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, წელს ის ამე­რი­კა­შია, ვერ ჩა­მო­დის, მე­ო­რე შვი­ლი თე­ი­მუ­რა­ზი პა­რიზ­შია, იქე­დან ვერ ჩა­მო­დის და ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ ერ­თად, ოჯა­ხუ­რად გა­დაგ­ვე­ხა­და ეს და­ბა­დე­ბის დღე, მაგ­რამ ეს დღე­ვან­დელ დღეს ბევ­რის ხვედ­რია.

ვიცი, რომ ბევ­რი თქვენ­თა­გა­ნი ასე­ვე აქ იმ­ყო­ფე­ბა, როცა ოჯა­ხის წევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში არი­ან: იტა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც ძა­ლი­ან მძი­მე პი­რო­ბე­ბია. ვიცი, ყვე­ლა­ნი ფიქ­რობთ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე და სწუ­ხართ, თუ რა პი­რო­ბებ­ში არი­ან. ნა­წი­ლი მათ­გა­ნი ალ­ბათ ჩა­მო­ვა. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბით, რომ ვი­საც ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი, სა­შუ­ა­ლე­ბაც ჰქონ­დეს, რომ ჩა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ო­დია ჩვენ­თვის. მეს­მის, რომ ეს უნდა გა­და­ვი­ტა­ნოთ. ეს არის ის გა­მოწ­ვე­ვა, რო­მელ­საც უნდა გა­ვუმკლავ­დეთ და გა­ვუმკლავ­დეთ ერ­თად, თუმ­ცა დღე­ვან­დელ დღეს დის­ტან­ცი­უ­რად.

ამ მი­მარ­თვით მინ­და იმის მა­გა­ლი­თი მოგ­ცეთ, რომ მე დღეს არც მე­გობ­რე­ბი არ მყავს სახ­ლში და არც და­ბა­დე­ბის დღეს ვიხ­დი. უნდა შე­ვიგ­ნოთ, რომ არ არის დრო, არც და­ბა­დე­ბის დღის გა­დახ­დის, სამ­წუ­ხა­როდ, არც ქელე­ხის, არც ქორ­წი­ლის, ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა ხნით უნდა გა­დავ­დოთ, მერე ბევ­რად უფრო სხვა­ნა­ი­რად გა­და­ვიხ­დით ყვე­ლა­ფერს, რაც სა­ჭი­როა, მაგ­რამ დღეს არც მე­გობ­რებ­თან არ უნდა შე­ვიკ­რი­ბოთ, ეს არის ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მე­გობ­რე­ბის მი­მართ, რომ მათ არ შე­ვუქ­მნათ რა­ი­მე საფრ­თხე.

დღეს ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­თა­გა­ნი ისე, რომ არც ვი­ცით, შე­იძ­ლე­ბა გა­დამ­დე­ბი იყოს, შე­იძ­ლე­ბა ჩვენ ვა­ტა­რებ­დეთ ვირუსს. ასე, რომ ძა­ლი­ან უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენს ახ­ლობ­ლებს, ოჯახს, მე­ზობ­ლებს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მკვიდ­რია. ჩვენ ყვე­ლა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვართ, მეც პირ­ველ რიგ­ში და თქვენც ჩემ­თან ერ­თად. მინ­და, კი­დევ ერთხელ ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა მო­გახ­სე­ნოთ, მინ­და გა­გამ­ხნე­ვოთ, ეს მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თია, მაგ­რამ გა­სავ­ლე­ლი დრო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ ამ გან­საც­დე­ლის­გან გა­მო­ვალთ, თუ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვიქ­ცე­ვით, რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ასე­ვე კო­ლექ­ტი­უ­რად. ხვა­ლინ­დე­ლი დღე­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ყვე­ლას ეკის­რე­ბა. ეს უნდა შე­ვიგ­ნოთ და ყვე­ლამ ერ­თად ეს ტვირ­თი ვა­ტა­როთ. ძნე­ლია, ალ­ბათ, კი­დევ უფრო ძნე­ლი იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ დღე­ებ­სა და კვი­რებ­ში, მაგ­რამ სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბა ჩვე­ნი იქ­ნე­ბა, თუ შევ­ძლებთ, რომ მო­ვიქ­ცეთ, რო­გორც ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ერი. მჯე­რა ჩემი თა­ვის და თქვე­ნი, ამას ერ­თად შევ­ძლებთ”, – აცხა­დებს პრე­ზი­დენ­ტი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

Gepostet von Salome Zourabichvili am Mittwoch, 18. März 2020

loading...
გაზიარება