Home სხვადასხვა ნახეთ როგორ გავაკეთოთ ნიღაბი საკუთარი ხელით, როცა ქვეყანაში ნიღბები დეფიციტშია

ნახეთ როგორ გავაკეთოთ ნიღაბი საკუთარი ხელით, როცა ქვეყანაში ნიღბები დეფიციტშია

183
loading...

შინ დამზადებული სამედიცინო ნიღაბი არის ბამბის ნაწარმი, რომელიც ბევრისთვის ძალიან ნაცნობია. განსაკუთრებით მათთვის, ვინც სამედიცინო განათლებას გასულ საუკუნეში იღებდა და ჯერ კიდევ არ არსებობდა ერთჯერადი ნიღბები.

დაგჭირდებათ:

მარლა, ზომით 90×60 სმ; 1 სმ სისქის ბამბა 15×15.

ბამბა უნდა მოთავსდეს ზუსტად მარლის შუაგულში და მარლა გადაკეცოთ ისე, რომ 3 ფენა გამოვიდეს (ზედა და ქვედა კიდეები შეუკეცეთ).

ნახეთ როგორ გავაკეთოთ ნიღაბი საკუთარი ხელით, როცა ქვეყანაში ნიღბები დეფიციტშია

შემდეგ მარლის ბოლოები უნდა გაიჭრას შუაში, რომ მივიღოთ ორი წყვილი შესაკრავი ზონარი.

მარლის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ 7 მ x 14 სმ ბინტი და 14×14 სმ ზომის ბამბა.

ბინტს მოაჭერით 60 სმ, ბამბა დადეთ ბინტის თავში და 4 ფენად გადაკეცეთ.

ასევე ბინტით დაამზადეთ 4 ცალი ზონარი და კუთხეებში მიაკერეთ.

ერთჯერადი სააფთიაქო ნიღბის გამოყენება შეიძლება არა უმეტეს 2 საათისა, ხოლო თვითნაკეთი ნიღაბი შეგიძლიათ ატაროთ 4 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიღაბი კი არ იცავს, პირიქით, ხელს უწყობს იმ ვირუსების გავრცელებას, რომლებიც მასზე დაგროვდებიან.

შინ დამზადებული ნიღაბი შეგიძლიათ გარეცხოთ ფხვნილით ან საპნით, გააუთოვოთ ორივე მხრიდან და ხელახლა გამოიყენოთ.

loading...
გაზიარება