Home ვიდეოები “ადგილზე ვიყავი, საშინელი სანახავი იყო. დაღუპულები გოგონებიც იყვნენ და ბიჭებიც…” – უმძიმესი...

“ადგილზე ვიყავი, საშინელი სანახავი იყო. დაღუპულები გოგონებიც იყვნენ და ბიჭებიც…” – უმძიმესი კადრები 5 ადამიანის დაღუპვის ადგილიდან (ვიდეო)

546
loading...

სამტრედიის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულები ჩოხატაურიდან არიან.

“ადგილზე ვიყავი, საშინელი სანახავი იყო. გოგონებიც იყვნენ და ბიჭებიც. ისინი ბათუმიდან სამტრედიის მიმართულებით მოძრაობდნენ. ხუთივე ადგილზე დაიღუპა, ტრაილერის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – უყვება „პრაიმტაიმს“ თვითმხილველი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ დახმარების ბრიგადა გამოძახებიდან მალევე მივიდა. თუმცა, მათ ხუთი ადამიანი: ორი მამაკაცი და სამი ქალი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.

„ერთმა დაშავებულმა მამაკაცმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა, – განმარტავენ სასწრაფო სამედიცინო ცენტრში.

ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

loading...
გაზიარება