Home სხვადასხვა ავარია მსხვერპლით დასრულდა

ავარია მსხვერპლით დასრულდა

1342
loading...

სენაკშის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, BMW-ის ტიპის ავტომობილი შენობას შეეჯახა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

loading...
გაზიარება