Home ადამიანები “მინდა გითხრათ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ…” – სააკაშვილმა მისი გადაწყვეტილება გაამხილა

“მინდა გითხრათ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ…” – სააკაშვილმა მისი გადაწყვეტილება გაამხილა

954
loading...

მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს:
“მიმართვა ყველა საქართველოს პატრიოტს
მე მინდა გითხრათ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე თუ ვის ხელში გადავიდა ქვეყანა.
“ქართული ოცნებაო” და ამის მაგივრად მოგვაჩეჩეს გაჭირვება, დახოცილი ბავშვები, კაპიკებზე დღე და ღამე შრომა უცხოეთში, ბრძოლა გადარჩენისთვის.
ეს არ არის ის, რასაც იმსახურებს ქართველი ხალხი!
ეს ხალხი გვეუბნება, რომ უნდა დარჩეს ჯერ კიდევ 4, მერე კიდევ 4 და მერე კიდევ ალბათ 10-16 წლით.
დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ, ვინ არის ეს ხალხი:
მაოხრებელი ივანიშვილი, ბრიყვი თალაკვაძე, ბოროტი წულუკიანი, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი, ბოლომდე გათავხედებული მექრთამე კალაძე და უამრავი სხვა არარაობა, რომელიც ანადგურებს ჩვენს ქვეყანას.
გავიდა უკვე 8 წელი და ეს ხალხი არსად არ აპირებს წასვლას და უფრო მეტიც, უნდათ რომ მიგვაჩვიონ ამ არანორმალურ გიჟურ მდგომარეობას!
ამიტომ, რა თქმა უნდა მე გვერდზე ვერ გავდგები და გადავწყვიტე უკვე ღიად აქტიურად, ორგანიზაციულად ჩავერთო ჩვენი ხალხის დასახმარებლად, ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად და საქართველოს სწრაფი განვითარების გზაზე მყარად დასაბრუნებლად.
მე მინდა ვუთხრა ყველას,რომ მე რა თქმა უნდა ვარ მომხრე ყველა ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის, მე ვარ მომხრე ჩვენი ფართო ფრონტის შექმნის, მე ვარ მომხრე იმისა,რომ არცერთი ძველი თანამდებობის პირი არ დაბრუნდეს თავის კაბინეტში და ბევრი ახალი ადამიანი, ღირსეული მოვიდეს პოლიტიკაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობა და ამაზე აქტიურად ვმუშაობ და ყველაფერ ამაში უშუალოდ მივიღებ ძალიან აქტიურ მონაწილეობას.

loading...
გაზიარება