Home სხვადასხვა “საშინელი შემთხვევა მოხდა, 5 წლის ბავშვი გადმოხტა მე-8 სართულიდან…”

“საშინელი შემთხვევა მოხდა, 5 წლის ბავშვი გადმოხტა მე-8 სართულიდან…”

253
loading...

თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებული პრობლემაა ბავშვების ეკრანდამოკიდებულება. რა იწვევს მათ ელექტრონულ გამღიზიანებლებზე დამოკიდებულებას, რამდენად სახიფათოა და როგორ უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, ამ თემაზე ექიმმა პედიატრმა თემურ მიქელაძემ, რადიო “იმედის” გადაცემაში “ჯანმრთელი დილა” ისაუბრა. მასალა გამოაქვეყნა პორტალმა mshoblebi.ge

– რა ვუყო 14 წლის მოზარდს, რომელიც მთელი ღამე ტელეფონშია?
– ეს არის მეორე პრობლემა. ბავშვების 2- 3 პროცენტი 24 საათის განმავლობაში ჩართულები არიან ინტერნეტში. რამდენიმე დღის წინ იყო შემთხვევა, 5 წლამდე ასაკის ბავშვი სპაიდერმენის ფორმით გადმოხტა მერვე სართულიდან, საბედნიეროდ, ეს ბავში გადარჩა. ეს არის ტრაგედია. კონცეპტუალურ აზროვნებას ვწყვეტთ, კლიპურ აზროვნებას ვუვითარებთ და ბავშვს ჰგონია, რომ ისე უნდა მოიქცეს. ამიტომ, მთავარია მშობლების ჩართულობა. ბავშვები ორსულობიდან დამოკიდებულები არიან ელექტრონულ ტექნიკას, რადგან ორსული დედა მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრ დროს უთმობს ამ ტელეფონდამოკიდებულებას. იყენებენ სოციალურ ქსელებს და მათ არ აქვთ მაღალკვალიფიციურ წყაროებზე ხელმისაწვდომობა.

იქ არის უამრავი უაზრო ინფორმაცია, რომელიც პირიქით, ძაბავს მშობელს. დავუშვათ, რაღაც დიაგნოზს დავუწერ მე ბავშვს, ადგება ეს მშობელი და ამოწმებს სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე. მეორე დღეს, დედა არის განადგურებული. ამიტომ, ამ საიტებით დაკავებას, სჯობს ბავშვს მოვასმენინოთ გემოვნებიანი მუსიკა ორსულობის დროს, ერთი საათის განმავლობაში და მაქსიმალურად, დედა მოსწყდეს ელექტრონულ გამღიზიანებლებს. არასოდეს, დიდი რაოდენობით არ მოხდეს ფოტოპოზირება ბავშვებთან ერთად. განსაკუთრებით, მათი სოციალურ ქსელში ატვირთვას. ეს არ არის მარტო ჩემი რეკომენდაცია. ზოგადად, ბავშვისთვის ყველაზე კარგი ფსიქოლოგი დედა და მამაა. თუ დედა და მამა მოიცლის, გამოყოფს დროს, მათ ეს პრობლემები მოუგვარდებათ.

loading...
გაზიარება