Home სხვადასხვა გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს განყოფილებაში გამომძიებელმა დააშინა, რომ მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა

გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს განყოფილებაში გამომძიებელმა დააშინა, რომ მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა

260
loading...

გარდაცვლილი 15 წლის ლუკას სირაძის ოჯახის ადვოკატის განცხადებით გარდაცვლილი დედის ჩვენებაში მითითებული იყო, რომ მუქარის ერთ-ერთი ადრესატი ლუკას ძმა ბექა იყო.
“ლუკას დედის ჩვენებაში მითითებული იყო, რომ მუქარის ერთ-ერთი ადრესატი ლუკას ძმა ბექა იყო, რომელიც გორის სამხედრო აკადემიაში სწავლობს. მას უთხრეს, რომ ბექას პრობლემები შეექმნებოდა, თუმცა რა სახის პრობლემებზე იყო საუბარი, ამას არ აკონკრეტებენ. ამის შემდგომ, როდესაც უკვე უშუალოდ უსაფრთხოების მენეჯერი გამოკითხეს, მანაც იგივე დაადასტურა, რომ როდესაც განყოფილებაში იყო ამ ადამიანს უთხრეს, რომ მის ძმას ბექას, პრობლემები შეექმნებოდა. უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერი იმავე დარბაზში იმყოფებოდა, სადაც ლუკას კითხავდნენ. გვერდზე იყო, ისმენდა რასაც ლუკა ამბობდა და ესმოდა, რასაც ლუკას ეუბნებოდნენ. ლუკას დედამაც და ამ ადამიანმაც, ორივემ, ერთი და იგივე რამ თქვეს, რომ ლუკას ბექათი ემუქრებოდნენ. ეს თქვა ორივემ თავის ჩვენებაში, ანუ გამოდის რომ დედა არ იტყუებოდა და სიმართლეს ამბობდა”, – ამბობს გარდაცვლილი ლუკას სირაძის ოჯახის ადვოკატი, რეზი აჭარაძე.

loading...
გაზიარება